ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

უფასო მასტერკლასი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ამავე სკოლის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უფასოდ გაიარონ მიკროსაფინანსო ირგანიზაცია vivus.ge-ს მასტერკლასი.

მასტერკლასზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტები შეირჩევიან შემოდგომის სემესტრის რეიტინგის მიხედვით.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი) 19 ივნისამდე უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: application@iliauni.edu.ge

გთხოვთ, ელფოსტის subject-ში  მიუთითოთ „მასტერკლასი“.

მასტერკლასის თემატიკა:

გურამ შეროზია - საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი

  • ადამიანებზე პოტიზიური შთაბეჭდილების მოხდენის ხერხები, გაყიდვების გამოყენება კარიერაში და ყოველდღიურ ცხოვებაში;
  • მომხმარებლის ტიპები და მათთან ურთიერთობის ხელოვნება;
  • ეფექტური პრეზენტაციის მომზადების ხელოვნება;
  •  გაყიდვების პერსონალის ტიპები, თანამედროვე გაყიდვების ხერხები და მეთოდები.

ლაშა ბზარაშვილი - გენერალური დირექტორი

  • ორგანიზაციის მართვის ძველი და ახალი მეთოდები - რა შეიცვალა;
  •  რატომ არის ადამიანი კომპანიის მთავარი აქტივი;
  • თანამედროვე ლიდერშიფი, რომელიც ყველა კომპანიის კარს გაგიღებთ;
  •  ორგანიზაციის მართვის თანამედროვე ფორმა - ლიდერობის ევოლუცია.

 ეკატერინე დარბაიძე - HR მენეჯერი

  • გასაუბრებაზე მოქცევის და შთაბეჭდილების მოხდენის ხერხები;
  • საკუთარი თავის და შედეგების მართვა;
  • მოტივაციის მნიშვნელობა და მისი შექმნის გზები. 

გიორგი მეტრეველი - ტრენინგ მენეჯერი

  •  როგორ შევინაჩუნოთ მაღალი პროდუქტიულობა მთელი დღის განმავლობაში;
  • მიზნების სწორად დასახვის და შედეგების სწრაფად მიღების ხელოვნება;
  • შეცდომები, რომლებიც გვართმევს დროს;
  •  მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი თავის მართვისკენ.
ბანერები