ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

უანგარო დონორობის მხარდამჭერი აქცია

19 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უანგარო დონორობის მხარდამჭერი აქცია „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე". სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უანგაროდ ჩააბარეს სისხლი.

პროექტის მიზანი იყო სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაცია და ზოგადად, დონაციის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება, ამასთანავე, მოხალისე დონორთა მოზიდვა ნებაყოფლობითი დონორების საერთო რიცხვის გაზრდის მიზნით.

აქციაში მონაწილეობდა ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკი, რომელმაც უზრუნველყო მობილური ჯგუფის მისვლა უნივერსიტეტში მოხალისე დონორებისთვის სისხლის ასაღებად. აქციაზევე მოხდა ნებაყოფლობითი დონორების რეგისტრაცია დონორთა ერთობლივ მონაცემთა ბაზაში.

აქცია ორგანიზებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ და ახორციელებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „დონორთა კლუბი". მხარდამჭერები იყვნენ: გლობალური ფონდი, ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის კავშირი (AIHA) და „T&K რესტორნები - მაკდონალდსი".

ბანერები