ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თვითმმართველობის არჩევნები

ახალი ამბები

2015 წლის 20 აპრილს, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე ჩატარდება ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.

სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თუ სურს მონაწილეობა მიიღოს  არჩევნებში, ყველა საჭირო ინფორმაციის მისაღებად, 29 მარტიდან 06 აპრილის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართოს ილიაუნის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი, 301-ე ოთახი.

კომისიის წევრების ასარჩევად 2015 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 5 აპრილამდე გამოცხადდება კონკურსი. სტუდენტებს, ვისაც გსურთ, კონკურსში მონაწილეობა, გთხოვთ,  მიმართოთ ილიაუნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ზემოთ მითითებულ მისამართზე.

უპირატესობა მიენიჭება საარჩევნო გამოცდილების მქონე კონკურსანტებს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები