ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტუტორების სკოლის შესარჩევი სტუდენტური კონკურსი

ახალი ამბები

ფონდი Alpe და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრი, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და PITA-ს (ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა) ფინანსური მხარდაჭერით, იწვევს მსურველებს ტუტორების სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის.

სკოლის შესახებ

ტუტორების სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • მრავალფეროვნების მართვა;
  • მოხალისეობის არსი;
  • სტერეოტიპები;
  • გუნდის მართვა;
  • ცნობადობის ამაღლება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შესახებ.

ტუტორების სკოლის მონაწილეები 2016-2017 აკადემიური წლის პირველი სემესტრის განმავლობაში ჩაერთვებიან ტუტორიუმის პროგრამაში, სადაც მიეცემათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და გაღრმავების შესაძლებლობა.

კონკურსის შესახებ

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრიატის (მე-2 კუსიდან), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის (ასაკობრივი შეზღუდვა: 18-25 წელი) საფეხურის სტუდენტებს.

ტუტორების სკოლის კონკურსი მოიცავს რამდენიმე ეტაპს.

I ეტაპი - რეგისტრაცია: კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. ამისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი, 17:00 საათი

II ეტაპი - გასაუბრება: რეგისტრირებულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება, რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია გეცნობებათ რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

III ეტაპი - ტრენინგი: გასაუბრების შედეგად შერჩეული აპლიკანტები 4-6 ნოემბერს გაემგზავრებიან თელავში სპეციალურად „ტუტორების სკოლის“ მონაწილეთათვის დაგეგმილ ტრენინგზე.

„ტუტორების სკოლის ტრენინგი“ ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში“ - ფარგლებში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ივლიტა ლობჯანიძე, ილიაუნისთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრი (ილიაუნის D 106 აუდიტორია, ჭავჭავაძის გამზ. #32)
ტელ
.: 577 233 463
ელფოსტა
: ivlita_lobjanidze@iliauni.edu.ge; office@alpe.ge

საკონტაქტო პირი: ზურაბ გუნცაძე, ფონდი Alpe (ქობულეთის ქ. #34/36)
ტელ.
: 2112026, 595 160 023
ელფოსტა:
office@alpe.ge

ბანერები