


ტრენინგკურსის „მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა“ პილოტირება
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა 3-დღიანი ტრენინგკურსის პილოტირება თემაზე: „მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა“.
მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგნის, საფეხურის და პოზიციის მქონე ოცმა მასწავლებელმა როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. პილოტირების შედეგად გაუმჯობესებულ ტრენინგსკურსს ბავშვის განვითარების ინსტიტუტი სამომავლოდ შესთავაზებს როგორც მოქმედ, ასევე მომავალ პედაგოგებს.
ტრენინგკურსის პილოტირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი 2023 წლის სექტემბრიდან სკოლების გაძლიერების ინიციატივის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში თანამშრომლობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის პროგრამასთან, რომელიც ხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური მხარდაჭერით.
2024
გალერეა