ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგკურსი: ვისწავლოთ თამაშით - თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში

ახალი ამბები

2016 წლის 16, 23 და 30 ივლისს, 14:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს: „ვისწავლოთ თამაშით - თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში“.

ტრენინგკურსი განკუთვნილია მშობლების, ძიძების, ბაღის მასწავლებლების, მეურვეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის (ბებია, ბაბუა ან რომლიმე სხვა ახლო ნათესავი).
ტრენინგკურსზე გამოყენებული იქნება არაფორმალური და ფორმალური სწავლების მეთოდები, რაც გულისხმობს გამამხნევებელ აქტივობებს (ენერჯაიზერებს), ჯგუფურ სამუშაოებს, თამაშებს, მოკლე სალექციო/თეორიული კურსის წაკითხვა/გაცნობას, რიდერებსა და დავალებების მიწოდებას მონაწილეებისათვის.

პროგრამის მიზნები:

  • მეურვისთვის/მშობლისთვის თამაშის მნიშვნელობის გაცნობა;
  • ბავშვის ასაკისა და განვითარების სფეროს შესაბამისი თამაშების სწავლება;
  • თამაშის დროს მშობლის როლის განსაზღვრა;
  • შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

პროგრამის ფარგლებში განსახილველი ძირითადი თემებია:

  • თამაშის როლი  ბავშვის განვითარებაში (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალურ-ემოციური და მეტყველების განვითარება);
  • სათამაშოები და მათი როლი;
  • ასაკობრივი ნორმის შესაბამისი თამაშები;
  • მშობლის როლი თამაშის დროს.

ტრენინგ კურსი მოამზადეს და ხელმძღვანელობენ:

თეო კობახიძე - რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომელი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება.

მარიამ გორგოშიძე - რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომელი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება.

ანა თუნიაშვილი - რეგისტრიტებული ქცევითი თერაპევტი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ტრენინგცენტრის თანამშრომელი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება.

✔ პროგრამის ხანგრძლივობა: 6 საათი
✔ ღირებულება: 200 ლარი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/Wzpjc2
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 11 ივლისი

დრო: 16, 23, 30 ივლისი, 14:00-17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები