


ტრენინგკურსი „შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად“
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
4-6 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 102 აუდიტორიაში ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად“ (Blended Teaching Learning: Improving Students Outcomes), რომელსაც ჩაატარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი გიგა ხოსიტაშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, არჩილ აბაშიძე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ელენე ჟურავლიოვა.
კურსის სილაბუსი და დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
დროები:
4 თებერვალი - 15.00 – 18.00 საათი
5 თებერვალი - 15.00-19.00 საათი
6 თებერვალი - 15.00-18.00 საათი
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.
საკონტაქტო პირები:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია – ketevan.grigolia@iliauni.edu.ge,
ტელ.: 577 57 88 55;
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge,
ტელ.: 599 89 96 69.
გისურვებთ წარმატებას.