ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგკურსი საჯარო პოლიტიკის კვლევის მეთოდებში

ახალი ამბები

14-16 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი საჯარო პოლიტიკის კვლევის მეთოდებში. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელებისათვის მომზადებული ტრენინგკურსის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ.

პირველ დღეს ტრენინგს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, დავით აფრასიძე. მან სტუდენტებს გააცნო განსხვავება საჯარო პოლიტიკის კვლევასა და პოლიტიკის მეცნიერების კვლევას შორის და ამ ორი სფეროს ურთიერთმიმართება. მან ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო პოლიტიკის კვლევის როლზე. მსმენელები, ასევე, გაეცნენ საჯარო პოლიტიკის ციკლს, კვლევასთან დაკავშირებულ ეთიკურ ასპექტებს და ა.შ.

მეორე დღეს საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, არჩილ აბაშიძემ, მონაწილეებს გააცნო საჯარო პოლიტიკის კვლევის არსი და მიზანი, უჩვენა პოლიტიკის დოკუმენტის თავისებურებები სამიზნე ჯგუფის, მეთოდოლოგიის, დოკუმენტში გამოყენებული ენისა და ფოკუსის ჭრილში. 
მონაწილეები, ასევე, გაეცნენ საჯარო პოლიტიკის ანგარიშის ტიპებსა და მათ სტრუქტურას, გააანალიზეს უკვე არსებული პოლიტიკის დოკუმენტები.

ტრენინგის დასკვნით ნაწილში საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულმა, გიორგი სელიმაშვილმა, სტუდენტებს დეტალურად აღუწერა კვლევის პროცესი და მის მიმდინარეობისას წარმოქმნილი შესაძლო სირთულეები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატები.

ბანერები