ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგკურსი „მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი მოქმედ მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგკურსს „მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა“.

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი 2023 წლის სექტემბრიდან სკოლების გაძლიერების ინიციატივის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში თანამშრომლობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის პროგრამასთან, რომელიც ხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგის მონაწილეებს შეარჩევენ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მიხედვით.

შერჩეულმა მონაწილეებმა პირისპირ ტრენინგამდე უნდა გაიარონ თვითმართული ონლაინკურსი „მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება საბაზო საფეხურზე“ (იხ. კურსი https://ctconline.ge/course/index.php?categoryid=23).

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა 14 დეკემბრამდე შეავსეთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

იხ. სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/LEgwVSn18aWqZcJeA

2023

ბანერები