ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგი თემაზე: ოჯახში ძალადობის შესახებ

ახალი ამბები

2014 წლის 10-11 აპრილს, ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხები”. ტრენინგი განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ - ფარგლებში.

ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ სასწავლო ცენტრის ექსპერტები, ანა ლორია და მედეა მათიაშვილი, შეეხებოდა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

●ოჯახში ძალადობის შესახებ არსებული ძირითადი თეორიები;
● ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები. რატომ არ ტოვებს მსხვერპლი მოძალადეს;
●საერთაშორისო მექანიზმების მიმოხილვა ოჯახში ძალადობის საკითხებზე;
●საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა ოჯახში ძალადობის საკითხზე, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი მექანიზმები.

ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე3-მე-4 კურსისა და სამაგისტრო საფეხურის იმ 20 სტუდენტს, რომელთაც პირველებმა გაიარეს რეგისტრაცია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები