ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგი „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ასისტენტის მხარდაჭერა სკოლამდელ დაწესებულებაში“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრენინგზე „სსსმ ბავშვის ასისტენტის მხარდაჭერა სკოლამდელ დაწესებულებაში“.

ტრენინგი განკუთვნილია

ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მომუშავე ან მუშაობის მსურველი პირებისათვის.

პროგრამის მიზანია

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ინდივიდუალურმა ასისტენტმა შეძლოს ბავშვის მხარდაჭერა საქმიანობის განხორციელებისას.
  • ფლობდეს ინფორმაციას უფლება-მოვალეობისა და სამუშაო აღწერილობის შესახებ.

ტრენერები:

  • თამარ ლომიძე, ჯგუფური თერაპიის სუპერვიზორი; ქცევითი თერაპევტი; საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი; ქართული ენის, ლიტერატურისა და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერი;
  • სალომე მინდორაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამის „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსი" კურსდამთავრებული; ABA სუპერვიზორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 25 სთ

ტრენინგი გაიმართება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ტრენინგის დაწყების დრო: 29 ნოემბერი

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი

ადგილები შეზღუდულია

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე https://forms.gle/5NzCxUGurATLuh3w5

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 ნოემბერი

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

2023

ბანერები