


ტრენინგი საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტისთვის
ახალი ამბები
16-17 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრმა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლებს უმასპინძლა. ორდღიანი ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეებისთვის გაეცნო კვლევისა და ანალიზის ინტერნეტრესურსები და მეთოდები.
ტრენინგზე დეტალურად იყო განხილული საძიებო სისტემების ეფექტიანი გამოყენების სტრატეგიები, ინფორმაციული ბაზები და კიბერუსაფრთხოება. მონაწილეები ასევე გაეცნენ კვლევისა და ანალიზის ელექტრონულ პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მკვლევარებისთვის.
საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგმოდული მოამზადა და ჩაატარა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, თეიმურაზ ყანჩელმა.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „ქართული აკადემიის მიერ საკანონმდებლო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური მხარდაჭერით.
გალერეა