


ტრენერების გადამზადების TOT პროგრამა იწყება
ახალი ამბები
ევროკავშირის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში იწყება ტრენერების გადამზადების TOT პროგრამა.
TOT-ის გავლა შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს შემდეგ მიმართულებებზე:
- გრაფიკული დიზაინი
- ვებდეველოპმენტი WordPress-ის ბაზაზე
- 3D მოდელირება
- ტექნოლოგიური მეწარმეობა
- აპლიკაციის დეველოპმენტი
- Front-End Development
- პროგრამირება პითონით
ტრენინგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს შეუძლიათ ჩაერთონ პროექტში და გახდნენ ტექნოლოგიური კლუბების ტრენერები შესაბამისი მიმართულებით.
TOT შეხვედრები გაიმართება ონლაინ.
ტრენინგები უფასოა.
კურსებს გაუძღვებიან დარგის გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარებიან მასალის შესაბამისად ათვისებასა და სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით.
პროექტი უკვე მე-3 წელია მიმდინარეობს. მისი დახმარებით რეგიონების 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილია კლუბები სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით.
ვის შეუძლია ტრენერთა გადამზადების პროგრამაში (TOT) მონაწილეობა?
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ტრენერობის გამოცდილება, სურვილი, გაიაროს გადამზადების კურსი კონკრეტული მიმართულებით, აიმაღლოს კვალიფიკაცია და ცოდნა ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს ტექკლუბებში ტრენინგების ჩატარების პროცესში.
განაცხადები მიიღება შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი, თბილისი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი.
როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?
არა უგვიანეს 2023 წლის 28 თებერვლისა შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3kwDwtH
ტრენინგები გაიმართება ონლაინ.
აპლიკაციების განხილვის შედეგების შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არა უგვიანეს 2023 წლის 2 მარტისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ფეისბუქგვერდი - https://www.facebook.com/TechClubsNetwork
ელფოსტა: info@techclubs.ge
2023 წელი