
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
თიმოტი ტრენერი ილიაუნიში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი ”ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები და დაცვის მექანიზმები”.
საქპატენტის წარმომადგენლებთან ერთად მოხსენებით გამოვიდა USAID - ის მიერ მოწვეული ამერიკელი ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრების დარგში თიმოტი ტრენერი, რომელმაც ისაუბრა ბიზნესის განვითარებაში ინტელექტუალური სამართლის როლზე. ასევე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მექანიზმი, საავტორო უფლებების დაცვა და გამოგონებისა და დიზაინის როლი.
სემინარი გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით.