ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

TECHY HOUR ყოველკვირეული მენტორინგი ტექნოლოგიებითა და მეწარმეობით დაინტერესებული ილიაუნის სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი (TEIDC) და ზუმაუთი 17 მაისიდან, ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათზე, ილიაუნის სტუდენტებისთვის გამართავს სამეწარმეო შეხვედრებს არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში.

შეხვედრებზე სტუდენტები მენტორებსა და გამოცდილ მეწარმეებთან ერთად იმსჯელებენ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ, დაისახავენ მიზნებს და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამეწარმეო შეჯიბრებაში და/ან უბრალოდ შეხვდებიან და გაიცნობენ მეგობრებს.

მონაწილეობისთვის სტუდენტმა ყოველი შეხვედრის წინ უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/C2XXzwZHrFH6TXAd9

შეხვედრაზე დასწრებას შეძლებს პირველი 15 რეგისტრირებული ილიაუნის სტუდენტი და/ან კურსდამთავრებული.

ზაფხულის სემესტრის შეხვედრები დასრულდება 21 ივნისს და განახლდება შემოდგომიდან.

დრო: 17 მაისი-21 ივნისი, ყოველი ოთხშაბათი, 13:00 საათი

სამუშაო ენა: ქართული

2023

ბანერები