


თეატრალური ვიდეოფესტივალი T + V ილიაუნში
28-30 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით ოფიციალურად გაიხსა თეატრალური ვიდეოფესტივალი T + V, რომელიც თეატრის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
თეატრალური ვიდეოფესტივალის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად გახსნილი ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აღადგენს ტრადიციას, რომელსაც საფუძველი 1997 წელს “კავკასიის საერთაშორისო ფონდის” ინიციატივით ჩაეყარა. 14 წლის განმავლობაში ვიდეოფესტივალის ფარგლებში მოეწყო მსოფლიოში ცნობილი თეატრალური დადგმების რეტროსპექტივა, შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრები, თეატრალურ სფეროში სახელგანთქმული თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსების მასტერკლასები და ვორქშოფები. ვიდეოფესტივალის პროგრამისა და მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად ავრცელებდა თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის რეგიონალური ცენტრი საქართველოში.
თეატრალური ვიდეოფესტივალის ფარგლებში აჩვენეს 6 სპექტაკლის უნიკალური ჩანაწერები.