ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

"თავისუფლების ფულის" პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართა ახალი, რიგით VII კრებულის, "თავისუფლების ფულის" პრეზენტაცია. წიგნი დაიბეჭდა სერიით"თავისუფლების ბიბლიოთეკა”, მისი გამომცემელია "ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველო".

კრებულში თავმოყრილია გამოჩენილი ავტორების შრომები, რომლებშიც გარკვევითაა ასახული თანამედროვე მონეტარული სისტემის მდგომარეობა, შემოთავაზებულია დამაჯერებელი არგუმენტები მისი რეფორმირების გადაუდებელი აუცილებლობისა და შესაძლო მიმართულებების შესახებ - ფულის კონკურენტულიწარმოების სასარგებლოდ და სახელმწიფოს მხრიდან ჩარევების საწინააღმდეგოდ. ვფიქრობთ, მკითხველისთვის ის გახდება სამაგიდო მრჩეველი მონეტარულ საკითხებშიდა გზამკვლევი ეკონომიკური თავისუფლებისკენ.

ბანერები