ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის შეხვედრა

"კარგი ტორტი - არსებობისთვის, წიგნები - კარგი ცხოვრებისათვის" ასეთი წარწერით გაფორმებული ტორტით გაუმასპინძლდნენ თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და პროფესორები ილიაუნის პირველ და მეორეკურსელებს, რომლებიც ახლა ირჩევენ ძირითად და მეორად პროფესიებს.

ეს პატარა ოჯახური შეხვედრა გუშინ, 22 სექტემებერს, ჩვენი უნივერსიტეტის ა304-ე აუდიტორიაში ჩატარდა, სადაც თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის ლექციები ლამაზი დიდი მრგვალი მაგიდის ირგვლივ იმართება. სწავლების ის სტილი, რომელსაც ეს პროგრამა ეფუძნება, შუასაუკუნეების შემდეგ საუკეთესო ამერიკულ კოლეჯებში მეოცე საუკუნის დასაწყისში ხელახლა დაიბადა და დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო ტიპის განათლებად ითვლება.

თავისუფალი მეცნიერებების (ლიბერალური განათლების) ეს პროგრამა ილიაუნის სტუდენტებისათვის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტზე 2007 წელს ლიბერალური განათლების ამერიკულ-ქართულმა ინიციატივამ ჯეიმს მედისონის კოლეჯთან ერთად დააარსა.

სტუმრებს პროგრამის კურსების შესახებ ინფორმაცია და შთაბეჭდილებები ამ პროგრამის ამჟამინდელმა და ყოფილმა სტუდნტებმა: რუსკა ვარშალომიძემ, თაკო კინწურაშვილმა და გიგა ხოსიტაშვილმა გაუზიარეს. ლიბერალური განათლების აქტუალობასა და 2011 წლის შემოდგომის სემეტრისათვის ამ პროგრამის მიერ მომზადებული კურსების შესახებ ისაუბრეს თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის პროფესორებმა: გია ნოდიამ, ჩარლზ ფერბენქსმა, ლევან გიგინეიშვილმა, მარიამ გველესიანმა და მანანა ანასაშვილმა.

ბანერები