


„თავისუფალი მეცნიერებების“ პროგრამის პრეზენტაცია
ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკულმა ინიციატივამ 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისი „თავისუფალი მეცნიერებების“ პროგრამის პრეზენტაციით აღნიშნა. ლიბერლურ განათლებასა და მის პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო კურსების გაცნობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კაფე „ლიგამუსის“ ვერანდაზე „თავისუფალი მეცნიერებების“ პროგრამის პროფესორები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ. არაფორმალური ხასიათის შეხვედრა, რომელზეც სტუმრებს ორგანიზაციის თანამშრომლები ყავითა და ნამცხვრით გაუმასპინძლდნენ, ერთი საათი გაგრძელდა. პროფესორებმა
ისაუბრეს ლიბერალური განათლების უპირატესობაზე განათლების ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, სასწავლო კურსების ინოვაციურ სპეციფიკასა და ლიბერალური განათლებით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნარზე. კურსდამთავრებულებმა კი მოწვეულ სტუმრებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და შთაბეჭდილებები. მათ აღწერეს სასწავლო პროცესი და ისაუბრეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც სწორედ ლიბერალური განათლების მიღების საშულებით მიაღწიეს დიდ წარმატებას. სტუდენტებს გადაეცათ „თავისუფალი მეცნიერებების“ პროგრამის ბუკლეტები და ბროშურები.