ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”თავისუფალი მეცნიერებების” პირველი ბაკალავრები

წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ”თავისუფალი მეცნიერებების” პირველი ბაკალავრები ჰყავს. საბაკალავრო პროგრამა ”თავისუფალი მეცნიერებები” აგებულია ლიბერალური განათლების ამერიკული კოლეჯების პრინციპებზე, ამავე დროს მისი შინაარსი მორგებულია ქართულ რეალობასთან და ინტელექტუალურ ტრადიციებთან.

პროგრამის მიზანია:
•  მისცეს სტუდენტს ცოდნა ფუნდამენტურ ალტერნატივებზე, რომლებიც ადამიანის  ცხოვრებისეულ არჩევანს და სხვა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს  უდევს საფუძვლად;
•  ასევე მისცეს სტუდენტებს ცოდნა იმ ფუნდამენტურ პოლიტიკურ ალტერნატივებზე, რომელთა გააზრებაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქისათვის;
•  პროგრამა ცდილობს, შეუმუშავოს სტუდენტს შეკითხვის დასმისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
•  მისცეს შესაძლებლობა, ნათლად გაიაზროს თავისი პიროვნული შესაძლებლობები.

”თავისუფალი მეცნიერებების” საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსტეტში 2007  წლიდან  ფუნქციონირებს. პროგრამა შემუშავებული იქნა გია ნოდიასა და დოქტორ ჩარლზ ფერბენქსის მიერ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩარლზ ფერბენქსმა გია ნოდიასთან ერთად ამერიკული სტილის ლიბერალური განათლების საქართველოში დანერგვის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მან, გია ნოდიასთან, რამოდენიმე სტუდენტთან და მასწავლებელთან ერთად ლიბერალური განათლების ამერიკულ-ქართული ინიციატივა დაარსა. 2010 წლის მაისიდან დოქტორი ფერბენქსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა კვლევების პროფესორია. ამავე დროს ის ჰუძონის კვლევით ინსტიტუტში (ვაშინგტონი, აშშ) უფროს მკვლევრად აგრძელებს მუშაობას.

ბანერები