


”თარგმანების” სერიის სამი წიგნის პრეზენტაცია
2 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ”თარგმანების” სერიის სამი წიგნის პრეზენტაცია (ბარტის ”წერის ნულოვანი დონე”, ლოტმანის ”მოაზროვნე სამყაროთა შიგნით” და გასეტის ”ადამიანი და ხალხი”). მთარგმნელები: ესმა ბერიკიშვილი, ანა მაყაშვილი, გია ჯოხაძე.
სერიის მიზანია ამ დარგში საინტერესო და პოპულარული ნაშრომების თარგმნა-გამოცემა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე გამოსცა ამ სერიის პირველი ნაშრომები: როლან ბარტის ”წერის ნულოვანი დონე”, იური ლოტმანის ”მოაზროვნე სამყაროთ შიგნით”, ხოსე ორტეგა-ი-გასეტის ”ადამიანი და ხალხი”.
როლან ბარტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თხზულება ”წერის ნულოვნი დონე” - თარგმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ესმა ბერიკიშვილმა. იური ლოტმანის ცნობილი ნაშრომის - ”მოაზროვნე სამყროთა შიგნით” თარგმანი ეკუთვნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, ანა მაყაშვილს, ხოლო ხოსე ორტეგა-ი-გასეტის ”ადამიანი და ხალხი” - ილიაუნის ასისტენტ-პროფესორს გია ჯოხაძეს.
სერია ”სემიოტიკური თარგმანები” გამოსაცემად მოამზადა სარედაქციო ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: ცირა ბარბაქაძე, გია ჯოხაძე, თამარ ბერეკაშვილი და თამარ ლომიძე.
სერიის გამოცემა გაგრძელდება.