


თანამშრომლობის მემორანდუმი საჯარო სკოლებთან
22 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქ. თბილისის სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, 2010-2011 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები ღია ლექციებს წაიკითხავენ უფროსკლასელთათვის. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ყველაზე თანამედროვე და ამომწურავი ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლების, მეცნიერების და ხელოვნების შესახებ, როგორ უნდა აირჩიონ პროფესია და მიაღწიონ დასახულ მიზანს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას და, შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას პარტნიორ სკოლებში გაივლიან.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ და დირექტორებმა შემდეგი სკოლებიდან: №20, №21, №50, №57, №141, №159, №165 და სკოლა ”21 საუკუნე”.