ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თანამშრომლობის მემორანდუმი პრივატბანკთან

"პრივატბანკსა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი "პრივატბანკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ბოგდან ლესიუკმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული ბანკის სპეციალისტები თეორიულ და პრაქტიკულ თრენინგებს ჩაატარებენ სტუდენტებისათვის. შედეგად კი სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას საბანკო საქმიანობის თავისებურებების შესახებ. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს.

ამასთან, მემორანდუმის საფუძველზე შეირჩევიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებიც "პრივატბანკში" გაივლიან ანაზღაურებად შრომით პრაქტიკას, მათი ნაწილი ჩაირიცხება ბანკის საკადრო რეზერვში, ხოლო გამორჩეულად წარჩინებული და აქტიური სტუდენტები "პრივატბანკის" ქსელში დასაქმდებიან. ბანკის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს სტუდენტების აქტიურობა და მონდომება.

ბანერები