ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თანამშრომლობის მემორანდუმი

2009 წელს დაიწყო შვედეთისა და საქართველოს ერთობლივი საწყალოსნო არქეოლოგიური პროექტი, რომელსაც შვედეთის ინსტიტუტი (SI) აფინანსებს. შედეგად, პროექტის “საწყალოსნო არქეოლოგია საზღვრებს მიღმა” ფარგლებში 2011 წლის 12 მაისს სოდერტორნის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, აქტივობები 2011 წლისთვისაც როგორც საქართველოში, ისე შვედეთში, უკვე დაგეგმილია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს საწყალოსნო არქეოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი MARIS (www.sh.se/maris). მოხდება გაერთიანებული სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება, სხვადასხვა საფეხურზე მდგომი სტუდენტების: ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების, ისევე როგორც მეცნიერებისა და მკვლევრების გაცვლები, აკადემიური ცოდნის გაზიარება, საერთო კვლევებისა და აქტივობების პუბლიკაციების გამოქვეყნება.

ბანერები