
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
თანამშრომლობა უნგრეთის უნივერსიტეტთან
15 ნოემბერს ბუდაპეშტში, კორვინუსის უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ გიგი თევზაძისა და კორვინუსის უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ტამაშ მესაროშის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილებოდა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხები და სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პერსპექტივები.
თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა და ხელი მოეწერა მემორანდუმს უნივერსიტეტებს შორის.
უნივერსიტეტების რექტორების შეხვედრა შედგა უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით. თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს ელჩი უნგრეთის რესპუბლიკაში ბატონი ზვიად ჭუმბურიძე, საქართველოს საელჩოს დელეგაცია და კორვინუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.