


თანამშრომლობა „რონდინესთან“
19 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართა შეხვედრა ასოციაცია „რონდინესა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, სადაც წარმოდგენილი იყო კავკასიის ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე (VENTIDIPACESUCAUCASO/ მშვიდობის ქარები კავკასიაზე) შემუშავებული დოკუმენტის პრეამბულა. ამ დოკუმენტს ეწოდება „რონდინეს 14 პუნქტი -კავკასიაზე მშვიდობისათვის“ („14 Punti per la Pace nel Caucaso“).
მას სიმბოლურ საფუძვლად დაედო პრეზიდენტ ვისონის მიერ 90 წლის წინ შემუშავებული „14 პუნქტი”, რომელიც თავის დროზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის საფუძველი გახდა. კონფერენციის ჩატარების იდეა გაჩნდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომზე საპასუხოდ. იდეის ავტორები გახლავთ ასოციაცია „Rondine Cittadella della Pace“-ის („რონდინე - მშვიდობის ციტადელი“) კავკასიელი სტუდენტები, მათ შორის ქართველები, რუსები, აფხაზები, ოსები, ჩეჩნები და ინგუშები.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ფრანკო ვაკარმა აღნიშნა, „14 პუნქტის დოკუმენტს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს დოკუმენტი შემუშავებულ იქნა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ასევე ექსპერტების მიერ საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს კონკრეტული დოკუმენტი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტების კონკრეტულ პრაქტიკულ გამოცდილებას, სადაც კონფლიქტია გაჩაღებული. მათ ეძლევათ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სწავლის საშუალება.
აღნიშნული დოკუმენტის მეცხრე პუნქტის თანახმად, რომელიც მოიცავს საუნივერსიტეტო ინიციატივების მხარდაჭერას, როგორც რეგიონის შიგნით მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისა, ასევე კავკასიელ სტუდენტთა გასაგზავნად საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და საუნივერსიტეტო კურსებისა და კვლევითი პროექტების შესაქმნელად მშვიდობისა და კონფლიქტების გადაწყვეტას.