


თანამშრომლობა ილიაუნისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის
ახალი ამბები
საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა. კონსორციუმს ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო დვალიძემ მოაწერა.
ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი მხარეები ხელს შეუწყობენ გრძელვადიანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას კონსორციუმსა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრისინსტიტუტებს - ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევითი ინსტიტუტი-IEK, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი-IKP, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი-INM, იულიხის ნეიტრონული მეცნიერების ცენტრი-JCNS, ინჟინერიის,ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალური ინსტიტუტი (ZEA).
"შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ეზიარონ საერთაშორისოგამოცდილებას, დაამყარონ ურთიერთობა თავიანთ კოლეგებთან და გახდნენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების სრულფასოვანი წარმომადგენლები. სამი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათშესაძლებლობა კვალიფიკაციის დამადასტურებელი საერთაშორისო დოკუმენტი მიიღონ.
გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნებას შეუწყობენ ხელს და უზრუნველყოფენ მათთვის ლაბორატორიებით აღჭურვასა დასამუშაო პირობების შექმნას", - განმარტავენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს. ხელშეკრულება ითვალისწინებს:სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მეშვეობით სტუდენტთა გაცვლას, სტაჟირების ხელშეწყობას, ერთობლივი კვლევით საქმიანობაში ქართველი მეცნიერების სამეცნიერო დანადგარებით აღჭურვას, იულიხის კვლევითიცენტრის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ საშუალო და გრძელვადიანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას ქართველ-გერმანელი პარტნიორების მიერ განაცხადების წარდგენით ევროკავშირის პროგრამის "ჰორიზონ 2020"-ის ინიციატივის ფარგლებში; ასევე - საქართველოსა და გერმანიას შორის განახლებულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მთავრობათშორისი შეთანხმების ხელმოწერას.
გალერეა