ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თანამშრომლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბოხუმის რურის უნივერსიტეტს შორის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბოხუმის რურის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი და ორმაგი ხარისხის სადოქტორო განათლების მიმართულებით ჩარჩო-შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარტინ პაულმა ქალაქ ბოხუმში მოაწერეს.

შეთანხმებები მიზნად ისახავს ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის ხელშეწყობას განათლების, კვლევისა და განვითარების სფეროში, სტუდენტების ურთიერთგაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგიძე გერმანიაში ბოხუმის რურის უნივერსიტეტის მიწვევით, საერთაშორისო კონფერენციაზე - Go East: New Perspectives and New Connections – Central Asia/ South Caucasus - მომხსენებლის სტატუსით იმყოფებოდა. კონფერენციის ფარგლებში, ორ უნივერსიტეტს შორის უკვე არსებული თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების შესახებ ისაუბრა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ოლივერ რაისნერმა.

2023

ბანერები