


თანამშრომლობა ჰარვარდის უნივერსიტეტთან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი გახდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენციის ინსტიტუტის (Harvard Business School Institute of Strategy and Competitiveness) ქსელის წევრი http://www.isc.hbs.edu/moc.htm. მას ხელმძღვანელობს ბიზნესის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პროფესორი მაიკლ პორტერი (Michel E. Porter http://www.hbs.edu/faculty/Pages/profile.aspx?facId=6532).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთწლიანი მუშაობა, რომელიც მოიცავდა ჰარვარდის პროფესორების ვიზიტებს, შესაბამისი სასწავლო და ტექნიკური მოთხოვნების შეფასებას, წარმატებით დასრულდა.
ჰარვარდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა განხორციელდება სწავლების ახალი მეთოდების დანეგვით, სასწავლო მასალების მუდმივი განახლებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების გაცვლითი პროგრამებით.