


Summer Job-ის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები
მიმდინარე წლის 20 ივლისი - 20 აგვისტოს ფარგლებში „ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ ბიზნესის სფეროს კვლევებს Summer Job-ის ფარგლებში დასაქმებულ სტუდენტებთან ერთად განაგრძობს.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელდება ოთხი კვლევა: ლუდის ბაზრის კვლევა, რომელიც ჩატარდება 23 ივლისი - 30 ივლისის ფარგლებში, თბილისის სასტუმროების კვლევა - ფასების ანალიზი განხორციელდება 30 ივლისიდან 6 აგვისტოს ფარგლებში, სუპერმარკეტებისა და აფთიაქების ბაზრის კვლევა - 6 - 13 აგვისტოს ფარგლებში, ხოლო ტურისტული ბაზრის კვლევა 13-20 აგვისტოს ფარგლებში.
პარალელურად, Summer Job-ის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევარებს დაეხმარებიან ანალიტიკური სტატიების მომზადებაში, რომელებიც კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება.
„ილიუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ.