ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

21 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მეოთხე მოწვევის სტუდენტური  თვითმმართველობის არჩევნები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და  არაპროგნოზირებადი არჩევნები, საინტერესო  და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო პერიოდით.    ერთმანეთს კონკურენციას უწევდა ოთხი სტუდენტური ორგანიზაცია: ,,ილიას სტუდენტური ასოციაცია”, ,,ილიაუნის ერთიანი ძალა”, ,,ილიაუნი კამპუსი” და  ,,ილიას სტუდენტური ოცნება”.

ოთხივე ორგანიზაცია სტუდენტებში მეტ-ნაკლებად დიდი  პოპულარობით სარგებლობს.   რაც შეეხება   ამ ორგანიზაციათა პრინციპებსა და დაპირებებს, რა თქმა უნდა, იყო განსხვავებები, მაგრამ  ბუნებრივია, არა ძირეული. მთავარი იყო სტუდენტის ნდობა რომელი ორგანიზაციისკენ  უფრო გადაიხრებოდა.  მათი დაპირებები შეიცავდა  სტუდენტთა ინტერესების დაცვას, ადმინისტრაციასა და სტუდენტთა შორის შუამავლის როლის გათავისებას,   გაცვლითი პროგრამების და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას,  ასევე კულტურული, სპორტული და სხვა სახის პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

საინტერესოდ მიმდინარეობდა ასევე წინასაარჩევნო პერიოდი.  კონკურენტმა ორგანიზაციებმა მეტ-ნაკლებად აქტიური პიარ-კამპანია ჩაატარეს. ასევე გაიმართა რამდენიმე მწვავე , საჯარო დებატი წარმოდგენილი ორგანიზაციების ლიდერებსა და წევრებს შორის. დებატების საგანს წარმოადგენდა მათი შეხედულებები და გეგმები თვითმმართველობის სათავეში მოსვლის შემთხვევაში.

საბოლოოდ, რაც შეეხება  შედეგებს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან , 10 804 სტუდენტიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო  3131-მა სტუდენტმა.  ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მონაწილება დელეგატთა რაოდენობა იყო შესაბამისად  160 და 129 . სტუდენტურ თვითმმართველობაში შესვლისთვის საჭირო 7 პროცენტიანი ზღვარი ოთხივე ორგანიზაციამ გადალახა. გამარჯვებული გახდა ”ილიას სტუდენტური ასოციაცია”, მათგან თვითმმართველობაში პროპორციული და მაჟორიტარული სიის გათვალისწინებით  შევა 47 წევრი , ”ილიაუნის ერთიანი ძალიდან” 13 წევრი , ”ილიაუნი კამპუსიდან”  15 წევრი , ხოლო ”ილიას სტუდენტური ოცნების  ”  7  წარმომადგენელი გახდება სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. სულ არჩეულ კანდიდატთა რაოდენობა  მაჟორიტარული სისტემით არის 42 , ხოლო პროპორციული სისტემით 40.

ბანერები