ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტური კონფერენცია ”წარმატების ფორმულა”

16  მაისს  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტში  სტუდენტების  ინიციატივით   გაიმართა  სტუდენტური  კონფერენცია  ”წარმატების  ფორმულა  2010 ”.  ღონისძიების  ორგანიზატორებმა   საგანგებოდ  ამ  კონფერენციისთვის  გამოუშვეს  სასწავლო  გაზეთი  ”პირველი”.

”წარმატების  ფორმულა  2010 ”  -  ეს  არის  საგანმანათლებლო  პროექტი,  რომელიც  შეიმუშავეს  ”პირველის”  შემოქმედებითი  ჯგუფის  წევრებმა.  პროექტი  მოიცავს  სემინარებსა  და  ღია  სადისკუსიო  ფორმატს,  რომელშიც  მონაწილეობას  ღებულობენ  ცნობილი  და  წარმატებული  ადამიანები.

სწორედ  ამ  პროექტის  ფარგლებში  გაიმართა  პირველი  შეხვედრა,  რომლის  სტუმრები  იყვნენ  ჟურნალისტები  ნუგზარ  რუხაძე  და  ხათუნა  მაისაშვილი,  ლალი  მაროშკინა  და  ახალგაზრდული  ორგანიზაცია  ”AIESEC  საქართველოს ” ვიცე-პრეზიდენტი  დავით ხოსრუაშვილი. 

კონფერეციაზე  განიხილეს  ისეთი  თემები,  როგორებიცაა:  ”როგორ  ჩავატაროთ  პრეზენტაცია”,  ”როგორ  გადავლახოთ  დაბრკოლებები”,  ”წარმატების  საიდუმლო”  და  სხვა.

ბანერები