


სტუდენტური კონფერენცია: „საქართველოს 2016 წლის გამოწვევები“
ახალი ამბები
25 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის (სოფიკო სულხანიშვილი, ელენე კაპანაძე) ორგანიზებითა და ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ორგანიზაცია Royal English Centre-ის მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს 2016 წლის გამოწვევები“.
კონფერენციაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები შემდეგ თემებზე:
I სესია - საქართველოს საშინაო პოლიტიკა
- „უნდა შეიცვალოს თუ არა საარჩევნო სისტემა საქართველოში: უნდა მოხდეს თუ არა მაჟორიტარულიდან სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა“;
- „საარჩევნო სისტემა და შესაძლო ცვლილებები ალტერნატიული „გერმანული მოდელის“ მიხედვით. მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები“;
- „მეტი ქალი პოლიტიკაში - პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტების დაწესების გზით?!“
II სესია - საქართველოს საგარეო პოლიტიკა
- „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს როლი აღნიშნულ კონფლიქტში“;
- „რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციამ“;
- „რას შეიძლება ელოდოს საქართველო ნატოს ვარშავის სამიტიდან - რუსეთის ფაქტორი, მოლოდინები და რეალობა“.
გამოვლინდა I, II და III ადგილის მფლობელები, რომელთაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
კონფერენციის ჟიურის წევრები
არჩილ აბაშიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2010 წელს იყო ნიუ-იორკის როკფელერის კოლეჯის ლექტორთა განვითარების პროგრამის (JFDP) თანამონაწილე საზოგადოებრივ საქმეთა და სახელმწიფო პოლიტიკის დარგში (SUNY). მისი, როგორც მკვლევრის, კარიერა დაკავშირებულია ორგანიზაციასთან "კავკასიის მშვიდობა, დემოკრატია და განვითარება“, სადაც 2008-2009 წლებში რეგიონული კოორდინატორი იყო პროექტისა „გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სამოქალაქო ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში - საპროცესო ღია პარლამენტები რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვასა და საქართველოში“.
რევაზ ეგაძე - (სსპ) საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ლექტორი, ცესკოს მკვლევარი, საჯარო მმართველობის სფეროში დოქტორანტი და საარჩევნო სამართლის კურსების ხელმძღვანელი როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
გალერეა