ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტური გუნდი ბათუმის სტუდენტურ დღეებში

ამა წლის მაისში ქ. ბათუმში ტარდება სტუდენტური დღეები, რომლის ერთ-ერთი ნაწილია ,,ხალხური სიმღერა 2013“.  ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 29 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „წითელ დარბაზში“ გაიმართა ხალხური სიმღერის გუნდების პირველი შესარჩევი ტური. ტურში მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების გუნდებიდან მომდევნო ეტაპზე გავიდა ოთხი გუნდი და მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი.

ამჟამად გუნდები ემზადებიან ბათუმში გასამგზავრებლად, სადაც 21 მაისს გაიმართება შეჯიბრის მეორე ტური.

ბანერები