ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტური დასაქმების პროგრამის პირველი დღე

დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სტუდენტური დასაქმების პროგრამის (summer job) ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ ვაკანსიებზე დარეგისტრირებული სტუდენტების პირველი სამუშაო დღე დაიწყო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 96 ვაკანტური ადგილი წარადგინა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დარეგისტრირებულიყვნენ უნივერსიტეტის თითქმის ყველა სამსახურში - როგორც საოფისე, ასევე ფიზიკურ სამუშაოზე. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას ” Summer job”  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრეზიდენტის ინიციატივით ახორციელებს.

პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, გაგრძელდება. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები. პროექტის ფარგლებში დასაქმდა ოცდახუთი ათასი სტუდენტი; თითოეულ დასაქმებულ სტუდენტზე ხელფასის სახით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 500 ლარი.

ბანერები