
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
სტუდენტური ”ბიზნეს ქეისების” ფინალი
28 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა ინტელექტუალური თამაშის - ”ბიზნეს ქეისების” ფინალური შეხვედრა გამართეს. შეჯიბრში მონაწილე 28 გუნდიდან ფინალში ხუთმა ითამაშა, მათ შორის ერთი - მაგისტრანტების გუნდი იყო. კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულს საერთო ქულების შეჯამების საფუძველზე
გამოავლენს და სტუდენტური თვითმმართველობისა და სხვადასხვა კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი და ბიზნეს ლიტერატურა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის - ”FESC” –ის პროექტმა "ბიზნეს ქეისები” დიდი გამოხმაურება ჰპოვა და თბილისის ყველა აკრედიტებულ უნივერსიტეტში გაიმართება მსგავსი შეჯიბრი.