ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტთა ვიზიტი შვედეთში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო არქეოლოგიის  სტუდენტებმა 7 კვირა შვედეთის უნივერსიტეტში გაატარეს. იქ ყოფნისას   იოსებ ბერიტაშვილმა, პაატა დონაძემ, მადონა მშვილდაძემ და Rubi Jaramillo (Stockholm University) სწავლა გააგრძელეს  საწყალოსნო არქეოლოგიაში.

შვედეთში აღნიშნული ვიზიტი სტოკჰოლმისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის 2009 წელს დაწყებული საწყალოსნო არქეოლოგიური პროექტის გაგრძელება იყო, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ და გაერთიანებულია „მარისთან“  (MARIS) და სტოკჰოლმის უნივერსიტეტთან (Stockholm University). პროექტის საკონტაქტო პირია ულრიკა სოდერლინდი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან (PhD Ulrica Söderlind, Stockholm University).

სწავლება ძირითადად შვედეთში  და ასევე ოლანდის კუნძულებზე მიმდინარეობდა. პროგრამა, ყვინთვის სხვადასხვა კურსებთან ერთად, მოიცავდა სამუშაო მეთოდების უფრო ღრმად შესწავლას და წყალქვეშა მასალების დოკუმენტაციას, როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად.

ზემოხსენებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე ჩართულები არიან ახალ პროექტში, “Nautical and Naval foodways assessment”, რომელიც საწყალოსნო არქეოლოგიურ კვლევით ცენტრ “MARIS”-ის და საწყალოსნო არქეოლოგიის ინსტიტუტის ( INA - Institute of Nautical archaeology ) მხარდაჭერით განხორციელდება.

ბანერები