ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტთა ვიზიტი პოლონეთში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის 14-მა სტუდენტმა პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით 2 კვირიანი სასწავლო პრაქტიკა გაიარა პოლონეთში. სწავლების პერიოდში სტუდენტები გაეცნენ პოლონეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოინახულეს ქალაქები: ვარშავა, კრაკოვი, პოზნანი, გდანსკი, გდინია.

ვიზიტის დროს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტს შორის, რომელიც გულისხმობს სამეცნიერო თანამშრომლობას მეცნიერული კვლევების მიმართულებით და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას ორივე უნივერსიტეტის ფაკულტეტების წევრებს შორის. ამასთან, მხარეები თანხმდებიან მხარი დაუჭირონ საბაკალავრო და პოსტსაბაკალავრო საფეხურის სტუდენტების მობილობას სასწავლო კურსში, საზაფხულო კურსებსა და სხვა პროგრამებში მათი მონაწილეობის წახალისების გზით.

ბანერები