ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტთა სტაჟირება საადვოკატო ფირმაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ხელმძღვანელმა ზვიად კორძაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

აღნიშნული მემორანდუმის მიზანია სტუდენტთა პროფესიული დაოსტატება და განვითარება, უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ საადვოკატო ფირმასთან ურთიერთობის გზით პრაქტიკული გამოცდილების მიღება, ასევე კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმის საფუძველზე ყოველ სემესტრში ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის 5 სტუდენტი შეძლებს სტაჟირების გავლას  კორძაძის საადვოკატო ფირმაში. მიღება იწარმოებს იურიდიული ფირმის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული გასაუბრების გზით.

ბანერები