


სტუდენტთა საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიცია
მიმდინარე 28 ივლისიდან - 3 აგვისტომდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, პროფ. პაატა ბუხრაშვილის ხელმძღვანელობით, გაიარეს სასწავლო პროგრამითგათვალისწინებული საველე არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული პრაქტიკა შიდა ქართლისა და ზემო იმერეთის სოფლებში. ექსპედიციის მიზანი იყო, რომ სტუდენტებს გამოემუშავებინათ საველე არქეოლოგიურ - დაზვერვითი და ეთნოგრაფიული კვლევითი მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები; პირადად შეეგროვებინათ საველე მასალები.
ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებმა დაათვალიერეს ძამის, ტანას, კავთურას ხეობის ისტორიული სოფლები და არქიტექტურის ძეგლები; მოინახულეს გორიჯვრის, ნიქოზის, ბრეთის, ვაყას, ულუმბოს, ურბნისის, ერთაწმინდის, მეტეხის, რუისისადა ურბნისის ტაძრები; გაეცნენ ზემო იმერეთის მთანეთის მოსახლეობის დღევანდელ ყოფას და დაათვალიერეს იცქისის, გორისას, ეხვევის, ჭრუჭის ეკლესიები (იმუშავეს სულ 29 სოფელსა და ძეგლზე). აწარმოეს საველე - ეთნოგრაფიული კვლევა და მოამზადეს ანგარიშები.