


სტუდენტთა საველე ექსპედიცია
28 ივნისიდან - 9 ივლისამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფ. პაატა ბუხრაშვილის ხელმძღვანელობით, გაიარეს საველე არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული პრაქტიკა მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარა-გურიაში. ექსპედიციის მიზანი იყო, რომ სტუდენტებს გამოემუშავებინათ საველე არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კვლევითი მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და პირადად შეეგროვებინათ საველე მასალები.
ექსპედიციის მსვლელობისას ბაკალავრებმა მონაწილეობა მიიღეს ასპინძის რაიონის სოფ. საროში მდებარე მეგალითურ ციხე-ქალაქზე წარმოებულ არქეოლოგიურ დაზვერვით სამუშაოებში; გაეცნენ სამცხე-ჯავახეთისა და აჭარა-გურიის მოსახლეობის თანამედროვე ყოფასა და კულტურას და შეაგროვეს საველე ეთნოგრაფიული მონაცემები; დაათვალიერეს მხარის არქიტექტურული ძეგლები და ღირსშესანიშნაობანი. მოინახულეს ვარძიის, წუნდის, ხვილიშას, ვანისქვაბების, საფარის, ზარზმის, ჭულეს, ხერთვისის, ბიეთის, შემოქმედის ტაძრები და მონასტრები; ახალციხისა და ფოთის მუზეუმები; დაესწრნენ ახალციხესა და ხიზაბავრაში გამართულ სახალხო დღესასწაულებს.