ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 9-11 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იენის (გერმანია) უნივერსიტეტისა და კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და იენას უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ - მასწავლებლებმა.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტები: 1. თემურ სუყაშვილი - "საქართველოს აღმოსავლეთის ხაზის საზღვარი (ისტორია და დღევანდელობა)", 2. ქეთევან კორაშვილი -"სარტყლები გვიან ბრინჯაოს ხანაში", 3. თამუნა მაჭარაშვილი - ,,გიორგი თევდორაძის „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში", 4. ნინო შერაზადიშვილი - „ადათობრივი სამართალი, როგორც  საისტორიო ხასიათის კვლევების ერთ-ერთი წყარო“, 5. ნინო ოქროსცვარიძე -  "ქალი, როგორც ოჯახის შიდასივრცის დამცველი - გუშინ და დღეს" (თურქი ქართველების მაგალითზე); დასასრულს, იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების პროფესორმა, ბატონმა ქევინ თუითმა, ვრცლად ისაუბრა სამომავლო კვლევით პროექტებზე, რაც კავკასიაში ეთნოგრაფიული კვლევების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გადაწყდა, რომ მსგავსი კონფერენციები ყოველწლიურ სახეს მიიღებს; რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს, რეგულარულად გაუზიარონ ერთმანეთს ახალი ინფორმაციები და იმუშაონ ცნობილი  მეცნიერების გვერდით.

ბანერები