


სტუდენტი კომპოზიტორების კონცერტი
30 აპრილს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის დარბაზში ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტ-კომპოზიტორთა ერთობლივი კონცერტი “სამყაროს ხმები“.
კონცერტზე შესრულდა როგორც აკუსტიკური, ისე ელექტროაკუსტიკური მუსიკა. საღამოს მონაწილეობას იღებდა პოეტი, რომანისტი, პერფორმერი, მულტიმედია არტისტი დავით დეფი გოგიბედაშვილი.
კონცერტის მიზანი იყო ორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი კომპოზიტორების დაახლოება და მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
კონცერტის პირველ განყოფილებაში შესრულდა ნათია სარაჯიშვილის კომპოზიცია „შორს“, ქუჯი დავითულიანის Brutual Empire („სასტიკი იმპერია“), ლევან გომელაურის „ჩაფიქრებული რომანსები“, ნაზი ჭავჭავაძის Brewmix, მიხეილ მირზაშვილის Post Mortem, ლაშა კოვზირიძის „მომენტი“, ნოდარ ალიხანაშვილის I Robot („მე რობოტი“). მეორე განყოფილება კი დაეთმო დავით დეფის ლექსებს.