ღონისძიებები
23 აპრილი, 2026
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
20 აპრილი, 2026
ახალი ამბები
17 აპრილი, 2026
სტრუქტურული რეფორმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტში განხორციელდა სტრუქტურული რეფორმა, რომლის შედეგადაც:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და სამედიცინო ფაკულტეტი ადმინისტრირებას გაუწევს როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრამებს, ისე სამედიცინო მიმართულებას;
- მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ადმინისტრირებას გაუწევს ბიზნესის სკოლას, საინჟინრო სკოლას, განათლების სკოლას და ასევე, ტექნოლოგიების მიმართულებას უნივერსიტეტის მასშტაბით.
ახალ ფაკულტეტზე ბიზნესისა და განათლების მჭიდრო კავშირი ტექნოლოგიებთან პასუხობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიას და, ადგილობრივი თუ გლობალური გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც პროგრამების ხარისხის მუდმივ ზრდას, ისე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას დასაქმების ბაზარზე.