კარიერული განვითარების პროექტის Level UP მესამე ნაკადი იწყება
ღონისძიებები
23 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით დაიწყება პროექტის Level UP მესამე ნაკადი.
Level UP შედგება 5 ლექციისგან, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა.
პირველი შეხვედრის სტუმარია ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი თამარ ჯულაყიძე.
ლექციაზე სტუდენტები გაეცნობიან პრაქტიკულ რჩევებს, როგორ გამოიყენონ LinkedIn პროფესიული ბრენდინგისთვის, ეფექტიანად წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შექმნან რეზიუმე (CV), რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას მიიპყრობს.
სპიკერის შესახებ
თამარ ჯულაყიძეს აქვს კერძო სექტორსა და საერთაშორისო პროექტებში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება. იგი აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდებისა და პროფესიონალების კარიერულ განვითარებას და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/vF9QVq2bdj22fRZ4A
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 23 აპრილი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
2026