


სტიპენდიების პროგრამის პრეზენტაცია
ოთხშაბათს, 31 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სააქციო საზოგადოებამ "ქართულმა ფოლადმა" გამართა სტიპენდიების პროგრამის პრეზენტაცია.
სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადი" საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მესამე კურსელებისთვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსი შედგება სამი ტურისგან, სულ შეირჩევა 10 სტიპენდიანტი, რომელთაც ერთი წლის მანძილზე დაენიშნებათ სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით.
კონკურსის პირველი ტური გულისხმობს IQ-სა და ზოგადი უნარების ტესტებს; მეორე ტურში სტუდენტები გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილი ბიზნეს კომპანიების განვითარების ისტორიას და შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას; მესამე ტურში გასული სტუდენტები მოამზადებენ ინდივიდუალურ პროექტებს, რომელთა პრეზენტაციაც კომისიის წინაშე გაიმართება. კომისია დაკომპლექტდება "ქართული ფოლადის" მენეჯერებისაგან. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის მესამე კურსის ყველა სტუდენტს, მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა.