


STEM პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები
8 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული STEM პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები.. კონკურსის შედეგად შეირჩა 16 პოსტერი, რომელთა ავტორებმაც თავიანთი იდეები საბოლოო ღონისძიებაზე წარადგინეს..
საბოლოოდ გამოვლინდა ორი გამარჯვებული კლუბი – ერთი საზოგადოების რჩეული, მეორე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟიურის მიერ შერჩეული.
ხალხის რჩეული გახდა გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლის პოსტერი, ხოლო ჟიურის რჩეული – გიმნაზია „შავნაბადას'' პოსტერი.
გამარჯვებულ კლუბებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საჩუქრად გადასცა 3D პრინტერები, რომლებსაც ისინი სამომავლო საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებენ.
კონკურსი, რომელიც STEM-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იყო ორგანიზებული, მიზნად ისახავდა STEM დარგის პოპულარიზაციას და მოსწავლეთა დაინტერესებას ტექნოლოგიური, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით.
ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/2TUn4md
#STEMDay #Iliauni #stemპოსტერები #stemსაერთაშორისოდღე
გალერეა