


STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი
კონკურსები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და STEM მასწავლებელთა ასოციაცია STEAM მიმართულების საგნების მასწავლებლებისთვის აცხადებს კონკურსს „STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი“.
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს STEAM მიმართულებით აქტიური და მოტივირებული მასწავლებლები, რომელთა მიერ დაგეგმილი STEAM სასწავლო აქტივობები დადებითად აისახა სწავლების პროცესზე.
კონკურსის პარტნიორები არიან: ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი, განათლების სკოლა, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და განათლების კოალიცია.
ვისთვის არის განკუთვნილი კონკურსი და როგორ მივიღო მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული საჯარო და კერძო სკოლების სამივე საფეხურის STEAM მიმართულების საგნების მასწავლებლებს , რომლებიც ამა წლის 27 ნოემბრის ჩათვლით (23:59 საათი) შეავსებენ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას.
- კონკურსის ელექტრონული აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3TUX3Aa
- აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 27 ნოემბერი, 23:59 საათი
კონკურსის ეტაპები
- პირველი ეტაპი: აპლიკაციების შერჩევა
- მეორე ეტაპი: აპლიკაციის განხილვის საფუძველზე შერჩეული მასწავლებლები ჩაწერენ ვიდეოს, რომელიც ასახავს STEAM პროექტებზე მუშაობის მათ გამოცდილებას.
- მესამე ეტაპი: გასაუბრება და ფინალისტების გამოვლენა
- მეოთხე ეტაპი: ფინალისტები თავიანთ მატერიალურ პროდუქტს წარმოადგენენ საგამოფენო სივრცეში. ჟიურის წევრები გამოავლენენ საპრიზო ადგილის მფლობელ მასწავლებლებს. დასახელდება წლის საუკეთესო STEAM ინოვატორი მასწავლებელი.
ჯილდო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურსის წარმატებული მასწავლებლების წასახალისებლად გამოყოფს საპრიზო ფონდს 3500 ლარის ოდენობით, რომელიც ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით სრულად ან ნაწილობრივ გადანაწილდება ერთ ან რამდენიმე მასწავლებელზე.
პროექტის მიზნები
- STEAM მიმართულების მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მათი მოტივაციის გაზრდა;
- STEAM მიმართულებით სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარება მთელი საქართველოს მასშტაბით;
- STEAM მიმართულებით შექმნილი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა;
- მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა STEAM პროექტების შექმნაში.
შესაბამისად, პროექტი წაახალისებს სწავლების პროცესში საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, აისახება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ქვეყნის განვითარებაზე.
პროექტის პარტნიორები
- ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა
- ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALIS
- განათლების კოალიცია
2022 წელი