
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
სტატიების კონკურსი აკადემიური ჟურნალისათვის „ისტორიის რეკონსტრუქციები“
ახალი ამბები
„ისტორიის რეკონსტრუქციები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფერირებადი მულტიდისციპლინური აკადემიური ჟურნალია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიულ-კულტურული კონტექსტის რეკონსტრუქციას.
ახალი ნომრის გამოსაცემად, ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“ აცხადებს მაგისტრანტების, დოქტორანტების და დოქტორების სამეცნიერო სტატიების მიღებას შემდეგ დისციპლინებში: ისტორია, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები და ანთროპოლოგია.
ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა: 15. 06.2016
პრიორიტეტული თემებია:
- ქალაქი, როგორც მრავალფეროვანი, მუდმივად განვითარებადი სოციალური წარმონაქმნი. ქართული ქალაქების განვითარება და მათი შედარებითი ანალიზი;
- ინსტიტუტები, ამ ტერმინის ფართო, სოციოლოგიური გაგებით. კლანური, საუბნო, პროფესიული თუ კონფესიური ერთობები გუშინ და დღეს;
- ელიტები. ელიტის ადგილი პოლიტიკაში. ელიტის სოციალური სტრუქტურის ანალიზი. საქართველოს მემკვიდრეობა ამ მხრივ და მისი გარდატეხა თანამედროვეობის ჭრილში.
სტატიის წარდგენის გზამკვლევი:
- სტატია უნდა გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mariam.matiashvili.3@iliauni.edu.ge.
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის ფაილში.
- დასახელების ველში მიუთითეთ ავტორის გვარი.
- სტატიის ზომა: 5000-15000 სიტყვა (მათ შორის, ბიბლიოგრაფია).
- სტატიის ენა: ქართული
- ფოტოდოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოადგინეთ მისი საავტორო უფლებებიც.
- სტატია უნდა შეესაბამებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ სტილს, რომელსაც იხილავთ მითითებულ ლინკზე:
http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf
სარედაქციო საბჭო არ განიხილავს სტატიას, რომელიც:
- უკვე გამოქვეყნებულია ან წარდგენილია გამოსაქვეყნებლად სხვა სამეცნიერო ჟურნალში ან სხვა ბეჭდურსა და ინტერნეტგამოცემაში;
- არ მოიცავს არგუმენტირებულ მსჯელობასა და ანალიზს;
- არ ჯდება ეთიკურ ნორმებსა და სტანდარტებში;
- არ შეესაბამება ჟურნალის ფორმატს.
სტატია გაფორმებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:
- სატიტულო გვერდი: სტატიის სათაური, ავტორის სახელი, გვარი, ელექტრონული მისამართი, აფილირება, თარიღი, აბსტრაქტი.
- ტექსტი: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა, ბიბლიოგრაფია.