ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტარტაპ სკოლა „გახდი ინოვატორი ფაბლაბთან ერთად“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად 15-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ხელოვნური ინტელექტის კლუბებისა და გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში უფროსკლასელებისთვის აცხადებს რეგისტრაციას დღის ბანაკზე გახდი ინოვატორი ფაბლაბთან ერთად“.

ბანაკი განკუთვნილია IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან STEAM მიმართულებებით და თეორიულთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ.

ბანაკის მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიებთან – რობოტიკთან, ინოვაციებსა და სტარტაპებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც დაეხმარებათ პროფესიის არჩევაში. მონაწილეები შეძლებენ ჯგუფურად მუშაობას და ინოვაციური ფინალური პროექტების წარდგენას.

როდის გაიმართება დღის ბანაკი?

დღის ბანაკის აქტივობები გაიმართება 15-22 ნოემბერს, 16:00-დან 19:00 საათის შუალედში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

რას ვისწავლი?

  • მოისმენ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკზე, ინოვაციებზე, ბიოტექნოლოგიებსა და პროგრამირებაზე;
  • იმუშავებ პროგრამირების მიმართულებით;
  • გაეცნობი სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
  • გამოცდილი მენტორების დახმარებით გუნდურად იმუშავებ ინოვაციურ იდეებზე და წარადგენ საბოლოო პროექტების სახით.

როგორ მივიღო ბანაკში მონაწილეობა?

თუ ხარ IX-XII კლასის მოსწავლე და გსურს ბანაკში მონაწილეობა, 13 ნოემბრის ჩათვლით გაიარე რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3G8z9xi

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის კლუბების პროექტის არაწევრი სკოლის მოსწავლეებსაც.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 ნოემბერი, 23:59 საათი

მონაწილეები შეირჩევიან STEAM მიმართულებით გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე.

პროექტში მონაწილეობა უფასო.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელფოსტა: fablab@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირი
ანი ჩიკვაიძე
558147202

2022

 

 

 

ბანერები